ბროვარის მერის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა თითქმის მთლიანად დატოვეს კიევის ოლქის ბროვარის რაიონი.
იგორ საპოჟკოს განცხადებით, უახლოეს მომავალში დაიწყება დასუფთავება და განაღმვითი სამუშაოები.
მერის ინფორმაციით, ბროვარში ბევრი ადამიანი დაუბრუნდა საკუთარ საცხოვრებელ სახლებს.
მერმა ასევე აღნიშნა, რომ ბროვარში საგუშაგოების მოხსნა არ იგეგმება და ახალი საფრთხის შემთხვევაში, ქალაქი მზად იქნება თავდაცვისთვის.