რუსეთში, ბელგოროდში ნავთობის საცავი იწვის. ხანძარი მასშტაბურია. ადგილზე სახანძრო სამაშველო ეკიპაჟები მუშაობენ.
ქალაქის გუბერნატორი ნავთობის საცავზე თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს. ვიაჩესლავ გლადკოვმა „ტელეგრამის“ არხზე განაცხადა, რომ ხანძარი, რომელიც პარასკევს დილით გაჩნდა, ორი უკრაინული შვეულმფრენის საჰაერო დარტყმამ გამოიწვია.
მისივე ინფორმაციით, 2 ადამიანი დაშავდა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ორი დღის წინ ბელგოროდის ოლქში ხანძარი იარაღის საწყობში გაჩნდა. უკრაინას არც ერთ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.
Tweets by nexta_tv