„მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთის იმპერიასთან ბრძოლის სიმბოლო და პუტინის პირადი პატიმარი“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
ის ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებისგან ღირსეულ მოპყრობას იმსახურებს.
„საქართველოს პოზიცია ძალიან ნათელი უნდა იყოს, რადგან მიხეილ საკააშვილი ყველა ქართველისთვის რუსეთის იმპერიალიზმის წინააღმდეგობის სიმბოლოა. ის პუტინის პირადი პატიმარია და რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს შიდა მდგომარეობასა და ურთიერთობებზე საქართველოში“, - ამბობს ფოტიგა.