რუსმა ოკუპანტებმა ჩერნიგოვის მახლობლად მოხალისეების კოლონა დაცხრილეს.
უკრაინის ომბუდსმენის, ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, მტრის სამიზნე 5 ავტობუსი გახდა. დაღუპულია ერთი და დაჭრილია 4 ადამიანი.
„მსგავსი ქმედებები სისხლის სამართლის საერთაშორისო ქარტიის მე-7 და მე-8 მუხლების მიხედვით, რუსეთის ჯარების კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი მორიგი სამხედრო დანაშაულია“, - ამბობს დენისოვა.