„სანქციები დაგვიწესეს იმისთვის, რომ თავისუფლება გვინდა“, - ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულ დასავლურ სანქციებზე განაცხადა.
„ფაქტობრივად, ეს სანქციები [დაწესებული] არის ჩვენი თავისუფლების უფლებისთვის, დამოუკიდებლობის უფლებისთვუს, რუსეთად ყოფნის უფლებისთვის. იმის გამო, რომ ჩვენ არ გვინდა სხვის დაკრულზე ცეკვა, საკუთარი ინტერესებისა და ტრადიციული ღირებულებების გაწირვა“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.