ბირთვული იარაღით აღჭურვილი რუსული თვითმფრინავები შვედეთის საჰაერო სივრცეში შევიდნენ -  შვედური მედია

ბირთვული იარაღით აღჭურვილი რუსული თვითმფრინავები შვედეთის საჰაერო სივრცეში შევიდნენ - შვედური მედია

31-03-2022, 16:03 - 2022
1 437
       

ორი რუსული თვითმფრინავი, რომლებმაც 2 მარტს შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს, აღჭურვილი იყო ბირთვული იარაღით.
 
ამის შესახებ ინფორმაციას შვედური ტელეარხი TV4 ავრცელებს.
 
მედიის ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავების მიერ, საჰაერო სივრცის დარღვევა შვედეთის დაშინების  მიზანმიმართული მცდელობა იყო.
 
წყაროზე დაყრდნობით ადგილობრივი გამოცემა წერს, რომ 2 მარტს კალინინგრადის რუსული ავიაბაზიდან ოთხი თვითმფრინავი აფრინდა. აქედან ორი კი, თავდასხმის თვითმფრინავი აღჭურვილი იყო ბირთვული იარაღით.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები