უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევის განკარგულებას ხელი მოაწერა.
ზელენსკის მიმართვას უკრაინული მედია Unian-ი „ტელეგრამის“ გვერდზე ავრცელებს.
„არიან ისეთები, რომლებიც ყველასთან ერთად მუშაობენ სახელმწიფოს დასაცავად და არიან ისეთები, რომლებიც დროს კარგავენ და მუშაობენ მხოლოდ იმისთვის, რომ თანამდებობაზე დარჩნენ.
არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის - მოძებნეთ სხვა სამსახური“, - განაცხადა ზელენსკიმ.