პუტინი და რუსეთის თავდაცვის მინისტრი ერთმანეთს უპირისპირდებიან - New York Times

პუტინი და რუსეთის თავდაცვის მინისტრი ერთმანეთს უპირისპირდებიან - New York Times

31-03-2022, 12:14 - 2022
2 186
       

New York Times აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მრჩევლებმა ცრუ, არაზუსტი ინფორმაცია მიაწოდეს უკრაინაში ბრძოლის შესახებ. 
 
ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, დაზვერვა აჩვენებს, რომ პუტინსა და თავდაცვის სამინისტროს, მათ შორის მინისტრ სერგეი შოიგუს შორის მზარდი დაძაბულობაა. შოიგუ მანამდე კრემლის ყველაზე სანდო წევრებს შორის სახელდებოდა.
 
ოფიციალური პირი, რომელიც გამოცემასთან ანონიმურად საუბრობს, ამბობს, რომ პუტინის უცოდინარობამ ომთან დაკავშირებით, აჩვენა „რუსეთის პრეზიდენტისადმი ზუსტი ინფორმაციის მიწოდების აშკარა ნაკლებობა“. 
 
პუტინსა და თავდაცვის სამინისტროს შორის ახლა მუდმივი დაძაბულობაა“, - აღნიშნავს ის.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები