უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის სამი სოფელი დაიბრუნეს, რომლებიც ქალაქ კრივოი-როგიდან 50 კილომეტრში მდებარეობს.
ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ოლქის საბჭოს ხელმძღვანელი, მიკოლა ლუკაშუკი ავრცელებს.
„რეგიონის საზღვრები უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და ტერიტორიული თავდაცვის კონტროლის ქვეშაა. დასახლებებში მშვიდი ვითარებაა. ჩვენი დამცველები მტერს დნეპროპეტროვსკის რეგიონიდან აძევებენ“, - წერს მიკოლა ლუკაშუკი.