სიმპტომები, რომლის გამოვლენის შემდეგაც ოჯახის ექიმს უნდა მიმართოთ

სიმპტომები, რომლის გამოვლენის შემდეგაც ოჯახის ექიმს უნდა მიმართოთ

4-02-2022, 13:12 - 2022
4 291
       

ციციშვილის ბავშვთა საავადმყოფოს კლინიკური საბჭოს წევრის, დეა ნიჟარაძის განცხადებით, კლინიკაში კოვიდინფიცირებული ბავშვების მიმართვიანობა მაღალია.

მან მოუწოდა მოქალაქეებს, რომ სიმპტომების გამოვლენის პირველი დღიდან ოჯახის ექიმს დაუკავშირდნენ. ნიჟარაძე საუბრობს იმის შესახებაც, თუ რა სიმპტომების შემდეგ ხდება ოჯახის ექიმისთვის მიმართვა.

„ყოველდღიურად მიმართვიანობა არის ძალიან მაღალი. „ომიკრონით“ გამოწვეული ინფექცია ჰგავს გრიპის ვირუსის შედეგად გამოვლენილ კლინიკურ ნიშნებს, ტიპურია, ზედა სასუნთქი გზების დაზიანება არის ამ დროს, არის ყელის ტკივილი, სურდო, ტემპერატურული მატება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, სიმპტომების გამოვლენისთანავე მივმართოთ ექიმს“, - განაცხადა დეა ნიჟარაძემ.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 22 263 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 39 ადამიანი გარდაიცვალა, 15 575 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწებიდან დღემდე ქვეყანაში დაფიქსირებულია ვირუსის 1 272 371 შემთხვევა, მათგან 15 141 პირი გარდაიცვალა, 1 053 966 კი გამოჯანმრთელდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები