ქალაქმა გაუძლო მსოფლიოს მეორე არმიას - ირპენის მერს

ქალაქმა გაუძლო მსოფლიოს მეორე არმიას - ირპენის მერს

30-03-2022, 23:57 - 2022
578
       

ირპინის მერმა ალექსანდრე მარკუშინმა განაცხადა, რომ ქალაქმა „გაუძლო მსოფლიოში მეორე არმიას“.
 
ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
 
ირპინი პატარა ქალაქია, მაგრამ ის არ აძლევდა საშუალებას მსოფლიოს სიდიდით მეორე არმიას წინ წასულიყო. ჩვენ გვქონდა სული, ძლიერი არმია და ტერიტორიული დაცვა და უკან დასახევი არსად გვქონდა. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი მიწისთვის. რუსები თავს დაესხნენ ირპინს და სურდათ მისი დაპყრობა "მაგრამ მათ ვერ შეძლეს. მათ დაიპყრეს ქალაქის 30%. რამდენიმე დღის წინ ჩვენ დავამარცხეთ ისინი. ახლა ირპენი 100% უკრაინელია“, - განაცხადა მარკუშინმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები