შეერთებული შტატების კონგრესში თვლიან, რომ უკრაინელების სერიოზული წინააღმდეგობის შემდეგ, რუსები გადაჯგუფებას ახდენენ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის ეთერში კონგრესმენმა სტივ კოენმა განაცხადა, რომ პუტინი იტყუება და არ გამორიცხა, რუსეთის შეიარაღებული ძალების კიევში ისევ დაბრუნება.
ამერიკული მხარის შეფასებით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთი უმძიმეს დანაკარგებს განიცდის.
ადმინისტრაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, პოლონეთის მიერ შეთავაზებული მოერიშე თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემას, ამერიკის კონგრესში ისევ მხარს უჭერენ. მათ შორის ორივე პარტიაში.