უნგრეთი უკრაინას უპირისპირდება - უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი განცხადებას აკეთებს

უნგრეთი უკრაინას უპირისპირდება - უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი განცხადებას აკეთებს

30-03-2022, 22:36 - 2022
4 862
       

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ უკრაინის მთავრობა 3 აპრილს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში დაადანაშაულა.
 
სიიარტოს თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უნგრეთში უკრაინის ელჩს „უნგრეთის არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების შესაძლებლობის შესახებ კონსულტაციებისთვის“ დაურეკა.
 
„პრესაში გავრცელებული ინფორმაცია მართალია. ამით უნგრელი მემარცხენეები ცუდად ჩაფლავდნენ. ჩაფლავდნენ იმით, რომ ასეთი მოლაპარაკებები არსებობს. მუდმივი მოლაპარაკებები უნგრეთის მემარცხენეებსა და უკრაინის მთავრობას შორის“, - განაცხადა სიიარტომ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები