პესკოვი - ყირიმი რუსეთის ნაწილია

პესკოვი - ყირიმი რუსეთის ნაწილია

30-03-2022, 19:38 - 2022
585
       

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია.

მისი თქმით, რუსეთი ყირიმის ბედს სხვა ქვეყნებთან არ განიხილავს.

"ყირიმი რუსეთის ნაწილია და ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, ეს საკითხი არ განიხილება. იქ პირდაპირ წერია, რომ რუსეთის ფედერაციაში შესული რომელიმე რეგიონის ბედის ვინმესთან განხილვა გამორიცხულია.

ეს თემა დახურულია. რაც შეეხება მოლაპარაკებების სხვა საკითხებს, ჯერჯერობით, ვერაფერს დამაიმედებელს ვერ გეტყვით. 

ჯერ კიდევ ძალიან ბევრია სამუშაო იმისთვის, რომ რაიმე შედეგი მივიღოთ", - განაცხადა პესკოვმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები