რა პერიოდშია ორსულებისთვის საშიში „ომიკრონი“

რა პერიოდშია ორსულებისთვის საშიში „ომიკრონი“
4-02-2022, 13:05 - 2022
467

ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელის, პაატა ჟორჟოლიანის განცხადებით, ორსულებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაზრდილია. 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ „დელტასთან“ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, არის ორსულების კონკრეტული კატეგორია, რომელიც მნიშვნელოვან მეთვალყურეობას საჭიროებს.

„მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“, რომლებმაც, ფაქტობრივად, 80%-ით ჩაანაცვლა „დელტა“ შტამი, მიმდინარეობს უფრო მსუბუქ ფორმებში, მაინც არის მაღალი რისკის ორსულები, რომლებიც საჭიროებენ მეთვალყურეობას“, - ამბობს ექიმი.

როგორც ჟორჟოლიანი განმარტავს, ორსულებში გართულებების რისკი, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, მესამე ტრიმესტრში იმატებს.

„განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში იმატებს გართულებები ასეთ დროს, მოსალოდნელია როგორც ნაყოფის, ისე დედის მხრივ შეიქმნას პრობლემები“, - განაცხადა პაატა ჟორჟოლიანმა.

შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 22 263 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 39 ადამიანი გარდაიცვალა, 15 575 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწებიდან დღემდე ქვეყანაში დაფიქსირებულია ვირუსის 1 272 371 შემთხვევა, მათგან 15 141 პირი გარდაიცვალა, 1 053 966 კი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა