აზერბაიჯანის პროკურატურამ რუსეთის დუმის დეპუტატი, მიხაილ დელიაგინი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა

აზერბაიჯანის პროკურატურამ რუსეთის დუმის დეპუტატი, მიხაილ დელიაგინი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა

30-03-2022, 18:48 - 2022
991
       

აზერბაიჯანის პროკურატურამ რუსეთის დუმის დეპუტატი, მიხაილ დელიაგინი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა.


აზერბაიჯანის პროკურატურის მიხედვით, რუსეთის მოქალაქე მიხაილ დელიაგინის წინააღმდეგ საქმე შემდეგი მუხლების მიხედვით აღიძრა: 

  • 101.2 მუხლი – ღია მოწოდებები აგრესიული ომის გაჩაღებისკენ; 

  • 214.2.3 მუხლი – ტერორიზმი ცეცხლსასროლი იარაღისა და იარაღად გამოყენებადი საგნების გამოყენებით; 

  • 283.2.1 და 283.2.2 მუხლები – ეროვნული, რასობრივი, სოციალური ან რელიგიური სიძულვილისა და მტრობის გაღვივება. 

აზერბაიჯანმა მიმართა მეგობრულ ქვეყნებს, რომ თუ დელიაგინი მათ ტერიტორიაზე შემჩნეული იქნება, დააკავონ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები