მარიუპოლში, კალმიუსკის პოლიციის უფროსი ოკუპანტების მხარეს გადავიდა

მარიუპოლში, კალმიუსკის პოლიციის უფროსი ოკუპანტების მხარეს გადავიდა

30-03-2022, 15:36 - 2022
1 366
       

მარიუპოლში, კალმიუსკის რაიონული პოლიციის უფროსი ოკუპანტების მხარეს გადავიდა.
 
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი პოლიციის გენერალი, ვიაჩესლავ აბროსკინი ავრცელებს.
 
როცა დონეცკის პოლიციელის გვარი მესმის, რომელიც რუს ოკუპანტებს შეუერთდა, ჯერ შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, შემდეგ კი სასტიკ სიძულვილს. მით უმეტეს, როცა ამბობენ, რომ ის უკვე დგას საგუშაგოზე და აკონტროლებს ხალხის ქალაქიდან გასვლას... 
 
ასეთი ნაძირალაა კალმიუსკის პოლიციის განყოფილების უფროსი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ვალენტინ პოპოვი... 
 
ყველამ, ვინც მარიუპოლელებს ეხმარება გასვლაში, უნდა გაითვალისწინოს რუსი ოკუპანტების საგუშაგოზე მოღალატის ყოფნა!
“, - წერს გენერალი ვიაჩესლავ აბროსკინი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები