გავრცელებული ინფორმაციით, კიევის ოლქში მთვრალმა ოკუპანტებმა 33 წლის ქალი გააუპატიურეს.
როგორც „ტელეგრამში“ ვრცელდება ინფორმაცია, მთვრალმა რუსებმა ჯერ მისი ქმარი მოკლეს საკუთარი სახლის ეზოში, შემდეგ კი მასზე რამდენიმე საათის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდნენ.
ცნობილია, რომ ქალის 4 წლის შვილი იქ იმყოფებოდა და იმალებოდა.
მას შემდეგ კი რაც მოძალადეებს ჩაეძინათ ქალი ბავშვთან ერთად, ფეხით გაიქცა, რადგან რუსებს ოჯახის მანქანაც უკვე დაცხრილული ჰყავდათ.