ახალი პრორუსული პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ ვებ-გვერდის ჰოსტინგი კრემლისა და წითელი მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან ხდება.
ამის შესახებ ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.
ჰოსტინგი გულისხმობს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაბინავებას, მომსახურებასა და პროგრამულ უზრუნველყოფას.
შეგახსენებთ, პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ პრორუსულ დაჯგუფების „ალტ-ინფოს“ წევრებმა დააფუძნეს.