სუმის რეგინული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დმიტრო ჟივიცკის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ოკუპანტებმა პროვოკაცია მოაწყეს.
მისი თქმით, რიჟივკას საგუშაგოზე რუსებმა თავიანთი ჯავშანტრანსპორტიორი დააყენეს, შემდეგ კი თავადვე ააფეთქეს.
„ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის მიზანიც იყო რუსული მედიისთვის სურათის შექმნა, თითქოს უკრაინელებმა გაანადგურეს მათი ჯავშანტექნიკა, თუმცა რუსებმა ეს თავად გააკეთეს“, - განაცხადა ჟივიცკიმ.