„ოკუპანტები ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლას ამ დრომდე ცდილობენ“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი BBC-სთან ინტერვიუში საუბრობს.
ის ამბობს, რომ რუსებმა პრეზიდენტის ოფისთან ოთხჯერ ისროლეს.
„სხვათა შორის, თქვენი მონამორჩილი პირველ ხუთეულშია. ეს ინფორმაცია ოპერატიულ მონაცემებს ეყრდნობა. მოლაპარაკებების პროცესის მიმდინარეობისას, პრეზიდენტის ოფისზე დარტყმა, საიდანაც პროცესი ვიდეოკავშირით მიმდინარეობს, საკუთარი თავისთვის ყველა გზის მოჭრას ნიშნავს. თუკი მოლაპარაკება არ იქნება - ეს უკვე სრულიად სხვა ვითარებაა“, - განაცხადა არესტოვიჩმა.