„რუსეთს ეშინია ბელარუსების „სპეცოპერაციაში“ ჩართვის, რადგან ისინი უკრაინის მხარეს გადავლენ“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი საუბრობს.
მის განცხადებას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებში ავრცელებს
„რუსეთს ეშინია ბელარუსების „სპეცოპერაციაში“ ჩართვის, რადგან ისინი უკრაინის მხარეს გადავლენ.
ჩვენი ძალები ათავისუფლებენ სუმის ოლქს, ხარკოვისა და კიევის ნაწილს, იქიდან რუსული ჯარები გადიან. ეს მათთვის წარუმატებლობაა“, - განაცხადა მან.