რუსეთი კიევისა და ჩერნიგოვის რაიონებში საომარ მოქმედებებს შეამცირებს

რუსეთი კიევისა და ჩერნიგოვის რაიონებში საომარ მოქმედებებს შეამცირებს

29-03-2022, 17:48 - 2022
583
       

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებით შეამციროს საომარი მოქმედებები. 
 
ინფორმაცია სტამბოლში გამართული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელდა. 
 
რადგან უკრაინის ნეიტრალიტეტისა და არაბირთვული სახელმწიფოს სტატუსის, ასევე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭების მზადებაზე მოლაპარაკებები გადადის პრაქტიკულ სიბრტყეში, დღევანდელ შეხვედრაზე განხილული პრინციპების გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ, ორმხრივი ნდობის გასაზრდელად და შემდგომი მოლაპარაკებებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად და საბოლოო მიზნის მისაღწევად – ზემოხსენებულ შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად და ხელმოსაწერად, მიღებულია გადაწყვეტილება მკვეთრად, მნიშვნელოვნად შემცირდეს საომარი აქტიურობა კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით“, -  წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები