რუსული დუმა - ვინც რუსულ ენას ფლობს, თანამემამულედ ჩაითვლება

რუსული დუმა - ვინც რუსულ ენას ფლობს, თანამემამულედ ჩაითვლება

29-03-2022, 16:01 - 2022
864
       

დუმაში შეიტანეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ყველა, ვინც რუსულ ენას ფლობს, თანამემამულედ ჩაითვლება.
 
კანონპროექტი დსთ-ს საკითხთა ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კონსტანტინე ზატულინის ინიცირებულია.
 
კანონპროექტის მიხედვით, „თანამემამულედ“ უნდა აღიარონ პირები, რომლებიც საუბრობენ რუსულად და მიეკუთვნებიან რუსეთის ისტორიულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხებს, ასევე ისინი, ვისი უშუალო წინაპრებიც დაიბადნენ, ან ცხოვრობდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები