უკრაინელმა სამხედროებმა, ხარკოვის მახლობლად, რუსეთის არმიის მე-200 ცალკეული ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი დენის კურილო მოკლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცლებს.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში მე-200 ბატალიონის ორი ტაქტიკური ჯგუფი განადგურდა. ბრიგადის პერსონალის ჯამურმა დანაკარგმა, 1 500 სამხედრო მოსამსახურეს გადააჭარბა.