ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი, რამზან კადიროვი განცხადებით, მოლაპარაკებებს, რომელიც თურქეთში მიმდინარეობს არანაირი სარგებელი არ ექნება.
ვიდეომიმართვა, რომელიც ძალადობის მოწოდებებს შეიცავს, კადიროვმა საკუთარ „ტელეგრამის“ არხში გამოაქვეყნა.
„ვფიქრობ, მოლაპარაკებებს რომელიც თურქეთში მიმდინარეობს არანაირი სარგებელი არ ექნება და კარგს არაფერს მოიტანს, დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, გავანადგუროთ ბენდერები, ნაცისტები და შაითანები!
მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია, გადავწყვიტოთ როგორ უნდა ვიმოქმედოთ“, - განაცხადა კადიროვმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი ამ წუთებში თურქეთში მიმდინარეობს.