ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ოკუპირებულ ყირიმში დაახლოებით 150 ადამიანია გადასროლილი.
ამის შესახებ უკრაინის გენშტაბში განაცხადეს.
უწყების ცნობითვე ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული არმიის შევსებისთვის მოხალისეებს აქტიურად აგროვებენ.
„150 ადამიანი სამხრეთ ოსეთიდან ყირიმში-მეზობელ ოლქებში საბრძოლველად გადმოისროლეს. ასევე დაფიქსირებულია ფარული მობილიზაცია - რუსული არმიის დანაკარგების შესავსებად და მოსახლეობის უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩასართავად. შერჩევისას მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობას აქცევენ ყურადღებას და არა სამხედრო გამოცდილებას. ასევე მოჰყავთ პირები, რომლებსაც ნასამართლეობა აქვთ მოხსნილი“, - განაცხადეს გენშტაბში.