უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ევროპაში მომუშავე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) სავარაუდო აგენტების სიას აქვეყნებს.
გავრცელებულ სიაში ФСБ-ს 620 სავარაუდო აგენტის პირადი მონცემები, მისამართები, ტელეფონის ნომრები და სხვა ინფორმაციაა მოცემული.
„ყველა ევროპელმა უნდა იცოდეს მათი სახელები! თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ФСБ-ს თანამშრომლების სია მოიპოვა. აგენტების, რომლებიც ევროპის ტერიტორიაზე აგრესორი ქვეყნის დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობენ“, - წერს სამმართველო.