არსებული ინფორმაციით, რუსებმა ვოლინის რეგიონში ნავთობის საცავზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

არსებული ინფორმაციით, რუსებმა ვოლინის რეგიონში ნავთობის საცავზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

28-03-2022, 01:26 - 2022
791
       

უკრაინაში, ვოლინის რეგიონში რუსმა სამხედროებმა ნავთობის საცავზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. 
 
ამის შესახებ ინფორმაციას ვოლინის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსი იური პოგოლიაკო ავრცელებს.
 
ის მოუწოდებს მოსახლეობას, თავშესაფარში დარჩნენ.
 
რამდენიმე საათის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქ ლუცკში, რომელიც ლვოვთან ახლოსაა აფეთქებები იყო.


ფოტო - „ფორმულა“

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები