ხარკოვის რაიონში რუსმა ოკუპანტებმა მანქანა დახვრიტეს, სადაც ერთი ოჯახის წევრები ისხდნენ.
შემთხვევის შედეგად ორი ზრდასრული და 3 წლის ბავშვი დაიღუპა.
ინფორმაციას UNIAN-ი ავრცელებს.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ხარკოვის საოლქო პროკურატურის პროცედურული ხელმძღვანელობით, დაწყებულია წინასწარი გამოძიება ომის კანონების დარღვევაზე, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას (სისხლის სამართლის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
„მოკლულია ორი ზრდასრული და 3 წლის ბავშვი“, - ნათქვამია განცხადებაში.