ჩერნობილთან ხანძარია - UNIAN

ჩერნობილთან ხანძარია - UNIAN

27-03-2022, 20:42 - 2022
692
       

ჩერნობილთან ხანძარია. საომარი მოქმედებების გამო ცხელ წერტილში 10 ათას ჰექტარზე მეტი სიდიდის ტყე ბუფერულ ზონაში იწვის. 
 
ამ დროისთვის მაშველებმა ხანძრის 31 კერა დააფიქსირეს, რომელმაც 10 ათას ჰექტარზე მეტი სიდიდის ტყე მოიცვა.
 
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია უკრაინის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში უმაღლესი რადას კომისრის, ლუდმილა დენისოვას მიერ დადასტურებულ ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებს. 
 
„ხანძრის გამო ატმოსფეროში რადიონუკლეიდები გამოიყოფა, რომლებიც ქარს გადააქვს. რადიაციის მაღალი რისკი უკრაინას, ბელორუსიას და ევროპის ქვეყნებს ემუქრებათ. ქარიანი და მშრალი ამინდის გამო ხანძრის ინტენსივობა და ფართობი გაიზრდება, რამაც შესაძლოა, სუპერმასშტაბის ხანძარი გამოიწვიოს და ეს რთული სამართავია მშვიდობის დროსაც კი“, - ამბობს ლუდმილა დენისოვა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები