უკრაინელმა სამხედროებმა პოლტავკა და მალინივკა რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა პოლტავკა და მალინივკა რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს

27-03-2022, 11:57 - 2022
837
       

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე სოფლები პოლტავკა და მალინივკა რუსი ოკუპანტებისგან სრულად გაათავისუფლეს. 
 
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
 
წარმატებული შეტევითი ოპერაციის შედეგად, მელიტოპოლის ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონმა, ზაპოროჟიეს თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფებთან ერთად, რუსი ოკუპანტებისაგან ქალაქ გულიაპოლის აღმოსავლეთით მდებარე სოფლები პოლტავკა და მალინივკა მთლიანად გაათავისუფლა“, - განაცხადეს ზაპოროჟიეს რეგიონულ სამხედრო ადმინისტრაციაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები