აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოთქვა მწუხარება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ყარაბაღში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებულ განცხადებაზე და მას ცალმხრივი უწოდა.
„აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო გამოთქვამს მწუხარებას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 26 მარტის ცალმხრივ, რეალობის არამსახველ განცხადებასთან დაკავშირებით.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეს განცხადება ეწინააღმდეგება ორ ქვეყანას შორის 2022 წლის 22 თებერვალს გაფორმებულ ორმხრივი ურთიერთობისა და მოკავშირეული ურთიერთქმედების დეკლარაციის ხასიათს.
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ არსებობს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული „მთიანი ყარაბაღის“ სახელით. რუსეთის განცხადებაში ნახსენები სოფელის სახელი არის ფარუხი და არა ფურუხი.
ზემოხსენებულთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს, სამმხრივი განცხადების დებულებების შესაბამისად, უზრუნველყოს საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან სომხეთის არმიის ნაწილებისა და უკანონო შეიარაღებული სომხური ფორმირებების გაყვანა, ჩვენი ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გადაადგილება არ წარმოაჩინონ არასწორად, არ გამოიყენოს გამოთქმა „მთიანი ყარაბაღი“ და სწორად მიუთითოს აზერბაიჯანის ტერიტორიების დასახელებები“, – წერია განცხადებაში.