უკრაინის რადას დეპუტატის, ოლეკსეი გონჩარენკოს ინფორმაციით, კადიროველები რუსი ჯარისკაცების გადაადგილების შესახებ ინფორმაციას უკრაინელ მოხალისეებზე ყიდიან.
დეპუტატი ინფორმაციას Telegram არხზე ავრცელებს.
„2-3 დღის წინ მტრის დაზვერვის ჯგუფი და ორი ჯავშანმანქანა კიევთან დამარცხდა. როგორც ფრონტიდან ბიჭებმა მითხრეს, სადაზვერვო ჯგუფის კოორდინატები უკრაინელმა მოხალისეებმა გადასცეს. მარშრუტი კი დაემთხვა.
თავად მოხალისეები არ მალავენ, რომ ინფორმაციას კადიროველებისგან ინტერნეტით ყიდულობენ. გადახდება ბიტკოინით ხდება. ფასი თითო ოკუპანტზე $400-ზე ნაკლებია.
კადიროველები რუსების გაყიდვას არ შეწყვეტენ. ეს მათი ტრადიცია, მათი ბუნებაა“, - წერს გონჩარენკო.