უკრაინამ ქალაქი ტროსტიანეცი ოკუპანტებისგან გაათავისუფლა

უკრაინამ ქალაქი ტროსტიანეცი ოკუპანტებისგან გაათავისუფლა

26-03-2022, 23:51 - 2022
599
       

უკრაინის სამხედრო ძალებმა სუმის ოლქის ქალაქი ტროსტიანეცი რუსეთის საოკუპაციო ჯარებისგან გაათავისუფლა. 
 
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა UNIAN-ი 93-ე ბრიგადაზე დაყრდნობით ავრცელებს. 
 
რუსულმა არმიამ რამდენიმე წარუმატებლობა განიცადა და გაიქცა. მათ ტროსტიანეცში დატოვეს იარაღი, აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა, რომელსაც 93-ე ბრიგადა იყენებს უკრაინის ქალაქების ოკუპანტებისგან გასათავისუფლებლად“, -  ნათქვამია ბრიგადის განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები