„ვიღებთ ზომებს“ - რუსეთი აზერბაიჯანს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

„ვიღებთ ზომებს“ - რუსეთი აზერბაიჯანს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

26-03-2022, 22:44 - 2022
2 379
       

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს სომხეთის მხარის ჩივილს, რომ 24-25 მარტს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები რუსი სამშვიდობოების მიერ კონტრელირებად ტერიტორიაზე შევიდნენ.
 
რუსეთის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის შეირაღებულ ფორმირებებს Bayraktar TB2-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმები მიაყენეს.
 
24-25 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა დაარღვიეს 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების განცხადების დებულება, შევიდნენ რუსი მშვიდობისმყოფელების პასუხისმგებლობის ზონაში მთიან ყარაბაღში და დადგეს სადამკვირვებლო პოსტი.
 
ფურუხის დასახლებულ პუნქტში მთიანი ყარაბაღის შეიარაღებულ ფორმირებებზე Bayraktar TB2-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით 4 იერიში მიიტანეს.
 
ამჟამად, რუსი სამშვიდობოების კონტინგენტის სარდლობის მიერ ტარდება ზომები სიტუაციის რეგულაციისთვისა და სამხედროების საწყის პოზიციებზე დაბრუნებისთვის. აზერბაიჯანულ მხარეს გაეგზავნა ჯარისკაცების გაყვანის მოწოდება
“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები