მარიუპოლში რუსმა სამხედრომ 11 წლის გოგონას სახეში ესროლა. ის ზაპოროჟიის საავადმყოფოში მკურნალობს.
ამის შესახებ ინფორმაციასა CNN ავრცელებს.
11 წლის ბავშვს 16 მარტს ესროლეს, როდესაც დედასთან და ბებიასთან ერთად ალყაში მოქცეული მარიუპოლის დატოვებას ცდილობდა. ისინი ევაკუაციისთვის განკუთვნილი მანქანით მიდიოდნენ, თუმცა ვასილივკას მახლობლად საგუშაგოზე რუსი ოკუპანტები დახვდნენ.
CNN-ის ცნობით, გოგონას საუბარი და გადაადგილება ისევ უჭირს, თუმცა მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.