„ის ჯალათია“ - ბაიდენი პუტინზე

„ის ჯალათია“ - ბაიდენი პუტინზე

26-03-2022, 19:56 - 2022
733
       

პოლონეთში უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ჯალათი“ უწოდა.
 
ჟურნალისტებთან საუბრისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ ის მსგავს ადგილებში ხშირად ყოფილა, თუმცა მას ყოველთვის აკვირვებს „ადამიანის სულის სიღრმე და ძალა“.
 
ეს წარმოუდგენელია. შეხედეთ ამ პატარა ბავშვებს. უბრალოდ მინდა ჩავეხუტო და მადლობა ვუთხრა. 
 
ეს ძალიან საამაყოა. თითოეულმა ბავშვმა თქვა რაღაც: „ილოცეთ მამაჩემისთვის, ბაბუაჩემისთვის ან ჩემი ძმისთვის, რომელიც უკრაინაში იბრძვიან“. 
 
მახსოვს, რას ნიშნავს, როცა ვინმე ომში გყავს. ყოველ დილით შენ დგები და ფიქრობ, უბრალოდ ფიქრობ და ლოცულობ, რომ ტელეფონმა არ დაგირეკოს“
, - განაცხადა ბაიდენმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები