უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილია.
ის მასობრივი დაბომბვის დროს, ირპენში დაიღუპა. მისი ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
დავით გობეჯიშვილი უკრაინაში 4 დღის წინ, მოხალისედ წავიდა. ის იყო აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომების მონაწილე. სოხუმიდან დევნილი დავით გობეჯიშვილი ტყიბულში ცხოვრობდა.