ლიბანელ შიიტთა დაჯგუფება, ჰეზბოლა უკრაინის წინააღმდეგ იბრძოლებს - Unian

ლიბანელ შიიტთა დაჯგუფება, ჰეზბოლა უკრაინის წინააღმდეგ იბრძოლებს - Unian

26-03-2022, 13:11 - 2022
1 926
       

ჰეზბოლას ჯგუფი დათანხმდა უკრაინაში 800 მებრძოლის გაგზავნას რუსეთის ფედერაციის მხარეს საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. 
 
ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
 
გამოცემის ცნობით, მათ რუსეთის მხარეს ბრძოლის სანაცვლოდ თვეში 1 500 დოლარს დაჰპირდნენ.
 
ჰეზბოლას ქვედანაყოფები, რომლებიც უკრაინაში მიდიან, შეიძლება იყოს საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე ზემოქმედების მთავარი ფაქტორი. ჰეზბოლა არის შეკრული, უნარიანი, თანამედროვე გამოყენებითი არმია. ფაქტობრივად, ბრძოლა ჰეზბოლას ცხოვრების წესია“, - ნათქვამია განცხადებაში.
 
ჰეზბოლა ლიბანელ შიიტთა დაჯგუფებაა, აერთიანებს პოლიტიკურ ფრთას და შეიარაღებულ ფრთას. მისი პარამილიტარისტული ფრთა უფრო ძლიერია, ვიდრე ლიბანის ჯარი. ჰეზბოლა სამხედრო წვრთნას, შეიარაღებასა და ფინანსებს ირანიდან, ხოლო პოლიტიკურ მხარდაჭერას სირიისგან იღებს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები