ზელენსკისა და შმიგალის მოსაკლავად  უკრაინაში „ვაგნერის“ წევრები გაგზავნეს

ზელენსკისა და შმიგალის მოსაკლავად უკრაინაში „ვაგნერის“ წევრები გაგზავნეს

26-03-2022, 12:34 - 2022
698
       

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის მკვლელობის გეგმაში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ იყო ჩართული.
 
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა, მარკიან ლუბკოვსკიმ განაცხადა.
 
მისი თქმით, ამ გეგმის შესასრულებლად „ვაგნერის“ წევრები უკრაინაში გაგზავნეს, თუმცა უშედეგოდ.
 
ყველა ეს დოკუმენტი და საჭირო მტკიცებულება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წარედგინება“, - განაცხადა მარკიან ლუბკოვსკიმ და დასძინა, რომ დამატებით ინფორმაციას ვერ გაამჟღავნებს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები