ოკუპანტებმა უკრაინაში 136 ბავშვი მოკლეს, დაშავდა 199 - უკრაინის პროკურატურა

ოკუპანტებმა უკრაინაში 136 ბავშვი მოკლეს, დაშავდა 199 - უკრაინის პროკურატურა

26-03-2022, 12:14 - 2022
635
       

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ქვეყანაში რუსული შეიარაღებული ძალების აგრესიის შედეგად ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 136 ბავშვია დაღუპული, 199 კი დაშავდა.
 
უწყების ცნობით, ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ: 

  • კიევის ოლქში - 64,
  • ხარკოვის ოლქში - 44,
  • დონეცკის ოლქში - 50,
  • ჩერნიგოვის ოლქში 38,
  • ნიკოლაევის ოლქში - 28,
  • ლუგანსკის ოლქში - 25,
  • ზაპოროჟიეს ოლქში - 17,
  • ხერსონის ოლქში - 20,
  • დედაქალაქ კიევში - 16,
  • ჟიტომირის ოლქში - 15,
  • სუმის ოლქში - 14.
 
25 მარტს, დონეცკის ოლქში რუსი სამხედროების მიერ დაბომბვის შედეგად 9 წლის ბავშვი დაიღუპა, კიდევ ერთი დაშავდა. 24 მარტს, 13 წლის გოგონამ ნიკოლაევის რაიონში საარტილერიო თავდასხმის შედეგად მრავლობით ჭრილობები მიიღო“, - აცხადებენ პროკურატურაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები