სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სიტუაცია დაიძაბა - სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა ყარაბაღში Bayraktar TB2 გამოიყენა

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სიტუაცია დაიძაბა - სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა ყარაბაღში Bayraktar TB2 გამოიყენა

25-03-2022, 23:54 - 2022
1 310
       

სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში, რუსეთის სამშვიდობო მისიის პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე თავდასხმები გააგრძელა 
 
მათივე ცნობით, აზერბაიჯანმა Bayraktar TB2-ის ტიპის დრონი გამოიყენა.
 
როგორც მედია იუწყება, მათ თვითგამოცხადებული არცახის რესპუბლიკის ჯარის პრესსამსახურმა აცნობა, რომ 25 მარტის თავდასხმის შედეგად, დაღუპულია 3 სომეხი სამხედრო.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები