რუსეთის საგარე საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, დასავლეთმა დაწესებული სანქციებით რუსეთს ტოტალური ომი გამოუცხადა.
ლავროვმა აღნიშნა, რომ დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესების მიუხედავად, რუსეთი იზოლირებული არ არის.
„ჩვენს წინააღმდეგ ნამდვილი ჰიბრიდული, ტოტალური ომი გამოცხადდა, რომლის მიზანიც რუსული ეკონომიკისა და მთლიანად რუსეთის დანგრევა, გატეხვა, განადგურება და დახრჩობაა.
ჩვენ მსოფლიოში უამრავი მეგობარი, მოკავშირე და პარტნიორი გვყავს. რუსეთი არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში ყველა კონტინენტის წარმომადგენელ ქვეყნებთან ერთად მუშაობს და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა ლავროვმა.