„თბილისი - იმის მერე რაც რუსეთმა 2008 წელს გაგიკეთათ - არ გრცხვენიათ?“, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო გრიგორი კარასინის განცხადებას.
ნიკოლენკო „ტვიტერზე“ ქართულად წერს:
„რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა შეაქო საქართველო იმისთვის, რომ მან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა და „მადლობის გადახდას“ დაპირდა. თბილისი - იმის მერე რაც რუსეთმა 2008 წელს გაგიკეთათ - არ გრცხვენიათ?“, - წერს ნიკოლენკო.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა შეაქო საქართველო იმისთვის, რომ მან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა და „მადლობის გადახდა“ დაჰპირდა. თბილისი - იმის მერე რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ - არ გრცხვენიათ? @MFAgovge
— Oleg Nikolenko (@OlegNikolenko_) March 25, 2022