უკრაინელმა სამხედროებმა რუსი გენერალ-ლეიტენანტი მოკლეს

უკრაინელმა სამხედროებმა რუსი გენერალ-ლეიტენანტი მოკლეს

25-03-2022, 15:52 - 2022
768
       

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის 49-ე გაერთიანებული არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი იაკოვ რეზანცევი მოკლეს.
 
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო ავრცელებს.
 
ჩვენმა სამხედროებმა კიდევ ერთი გენერალი გაანადგურეს. ამჯერად ჯოჯოხეთში წავიდა გენერალ-ლეიტენანტი იაკოვ რეზანცევი.
 
ცნობილია, რომ სამხრეთ სამხედრო ოლქის 49-ე გაერთიანებული არმია სტავროპოლშია განლაგებული. იაკოვი მისი მეთაური 2020 წლის აგვისტოში გახდა. იბრძოდა სირიაში.
 
როგორც ამბობენ, დედამიწა მინისაა. ჩვენ შურს ვიძიებთ ყველა უკრაინელის გამო, ვინც მტრისგან დაზარალდა
“, - წერს გონჩარენკო.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები