რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში, ერთ-ერთ პოლიკლინიკას, სადაც ჰუმანიტარული დახმარება რიგდებოდა, არტილერიიდან და გრადებიდან ცეცხლი გაუხსნეს.
შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, 7-ზე მეტი კი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაცია ხარკოვის გუბერნატორმა, ოლეგ სინეგუბოვმა გაავრცელა.
„რუსი ოკუპანტები კვლავაც აგრძელებენ ომის დანაშაულს. 25 მარტის დილას მათ ხარკოვის ერთ-ერთ პოლიკლინიკას ცეცხლი გაუხსნეს, სადაც ჰუმანიტარული დახმარება რიგდებოდა. დაიღუპა 4, ხოლო დაიჭრა 7-ზე მეტი მოქალაქე. ნათელია, რომ მტერს პანიკის დათესვა სურს. ოკუპანტები მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ განხორციელებული სამარცხვინო დანაშაულებრივი ქმედებების გამო დიდ ფასს გადაიხდიან“, - წერს სინეგუბოვი.