უკრაინამ კიევის გარშემო მდებარე ქალაქებში კონტროლი აღადგინა

უკრაინამ კიევის გარშემო მდებარე ქალაქებში კონტროლი აღადგინა

25-03-2022, 11:46 - 2022
726
       

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო ძალებმა კიევიდან 35 კილომეტრში მდებარე ქალაქებში კონტროლი აღადგინეს.
 
ასევე, უკრაინის საგარეო საქმეთა მრჩეველმა, დენისენკომ 25 მარტის განახლებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. 
 
დაიწყო უკრაინელი ხალხის გმირული წინააღმდეგობის 30-ე დღე რუსეთის შემოჭრის შემდეგ. თავდაცვის ძალების ჯგუფი აღმოსავლეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით თავდაცვით ოპერაციას აგრძელებენ. გაერთიანებული ძალები მყარად იცავენ თავს დონეცკის, სლობოჟანსკისა და ტავრიის ტერიტორიებზე. მათი ძალისხმევა მიმართულია მტრის მიერ გარღვევის თავიდან აცილებაზე.  
 
წინა დღის (24 მარტი) განმავლობაში ჩვენმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის 9 შეტევა, გაანადგურეს 12 ტანკი, დაახლოებით, 20 ერთეული ჯავშანტექნიკა და 9 საარტილერიო სისტემა. მტერმა 200-ზე მეტი სამხედრო დაკარგა. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს 2 თვითმფრინავი და მტრის 2 უპილოტო საფრენი აპარატი. 
 
საჰაერო ძალების ჯგუფმა გასულ დღეს შეუტია მტრის 6 საჰაერო სამიზნეს - 1 თვითმფრინავს, 1 უპილოტო საფრენ აპარატსა და 4 საკრუიზო რაკეტას
“, - წერია განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები