აზერბაიჯანი სომხეთის საზღვარზე შესაძლო ვითარების გამწვავების შესახებ განცხადებას აკეთებს

აზერბაიჯანი სომხეთის საზღვარზე შესაძლო ვითარების გამწვავების შესახებ განცხადებას აკეთებს

25-03-2022, 00:14 - 2022
1 207
       

აზერბაიჯანი სომხეთის განცხადებას, კონტაქტის ხაზზე ვითარების გამწვავების შესახებ, სიცრუეს უწოდებს. 
 
აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
 
„პუნქტებზე პოზიციები და ლოკაციები ზუსტდება. არანაირი შეტაკება და ინციდენტი არ მომხდარა. სომხური წყაროები მიზანმიმართულად ამახინჯებენ და ამძაფრებენ სიტუაციას. მიზანი არის პანიკური ატმოსფეროს შექმნა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და არასწორი მიმართულებით წაყვანა“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
 
შეგახსენებთ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაარღვიეს მთიანი ყარაბაღის კონტაქტის ხაზი იმ ზონაში, სადაც რუსი სამხედროები დგანან და ყარაბაღის რეგიონის სოფელ ფარუხში შეიჭრნენ“.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები