აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სჯეროდა, რომ „ნატო“ არ დარჩებოდა ერთიანი.
„პუტინი ნატო-ს გაყოფას ემხრობოდა. ჩემს ადრეული საუბარებში მასთან დეკემბერსა და იანვრის დასაწყისში ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მას არ ეგონა, რომ ჩვენ შეგვეძლო შეგვენარჩუნებინა ეს ერთიანობა. ნატო არასოდეს ყოფილა ისე ერთიანი, როგორც დღესაა. პუტინი იღებს ზუსტად საპირისპიროს, რის მიღწევასაც ის უკრაინაში შეჭრით ცდილობდა“, - განაცხადა ბაიდენმა.